რეზონანსი
07.05.2017

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 50 წლამდე ასაკის კაცი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სუფრის წევრებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მამაკაცი თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×