რეზონანსი
07.05.2017

 ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ზემო ხოდაშენში, ახშანსა და ქისტაურიში, სადაც მოსავალი თითქმის ბოლომდე განადგურებულია.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც მრავალწლიანი კულტურის დაზიანება გამოიწვია.

ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა. ახმეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისია ვითარებას ხვალ დილიდან შეისწავლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×