რეზონანსი
08.05.2017

 საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოოო შედეგები გამოაქვეყნა.

ბიულეტენთა 100%-ის დათვლის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, ხოლო „ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 33,94%.

ემანუელ მაკრონი პროფესიით საინვესტიციო ბანკირია, განათლებით ფილოსოფოსი. მას ხშირად საყვედურობენ, რომ ბუნდოვანი პროგრამა აქვს. მისი მთავარი დაპირება ევროკავშირის რეფორმირების ხელშეწყობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გარდაიქმნას, რადგან დღევანდელი სახით ფუნქციონირებას დიდხანს ვერ გააგრძელებს.

საგარეო პოლიტიკაში სირიაში გაეროს ეგიდით სამხედრო ჩარევას ემხრობა და აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო თვითდამკვიდრების ტენდენციას, ამერიკის არაპროგნოზირებადობას და ტერორიზმის მილიტარიზაციას.

იმავდროულად, მას ნათქვამი აქვს, რომ თუკი რუსეთი საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს ის გერმანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ნელ-ნელა მოხსნის ეკონომიკურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ და განავითარებს რუსეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×