რეზონანსი
08.05.2017

 სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და საბოლოოდ ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრით დასრულდა.

მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს ქირურგიული ოპერაცია წნორის კლინიკაში ჩაუტარდა.

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სისხლიან გარჩევის ოფიციალურ ვერსიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×