ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიიდან, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს და მეტრო „სამგორის" მიმდებარე ქუჩები დაასუფთავეს.
თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ კეთილმოწყობის სამსახური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. გარემოვაჭრეებს კი, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით შეეძლებათ ბაზრობებზე ივაჭრონ.
გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ ,,დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.