რეზონანსი
08.05.2017

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას მსურველები ქუჩაში ჩააბარებენ.

თუ როდის მოხდება პროექტის ინიცირება პარლამენტში, ხუციშვილის თქმით, ეს მთავრობის მიდგომაზეა დამოკიდებული.

„თუ ჩვენ მოვიცავთ ავტოსკოლების რეფორმასაც, მაშინ ეს იქნება გარკვეულწილად ვადაში გაწელილი და სავარაუდოდ წლის ბოლოდან ამოქმედდება, ხოლო თუ ეს იქნება მხოლოდ გამოცდის ქუჩაში გატანა, მაშინ შემოდგომაზე გვექნება კონკრეტული ცვლილებები ამ კუხით", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკული გამოცდები სავარაუდოდ რუსთავსა და თბილისში იქნება, რომელიც, რამდენიმე ქუჩას გააერთიანებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×