რეზონანსი
08.05.2017

 პენტაგონი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაური, აბდულ ჰასიდი მოკლეს.

„BBC "-ს ცნობით, ისლამისტის დასაჭერად ოპერაცია ავღანეთისა და შეიარაღებული ძალების სპეცრაზმებმა ერთობლივად აპრილის მიწურულს განახორციელეს. თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. აბდულ ჰასიდს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალზე, 8 მარტს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაზე, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პენტაგონის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ორი ამერიკელი რეინჯერი დაიღუპა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×