რეზონანსი
08.05.2017

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, წელს 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

აღნიშნული დადგენილება, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებას ეხება. მათ შორისაა პრემიერმინისტრის სახელით საზეიმო მიღების გამართვა, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები, უცნობი ჯარისკაცის საფლავის, თბილისსა და რეგიონებში საძმო სასაფლაოების, ძეგლების კეთილმოწყობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×