კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი რამდენიმე სახელმწიფოს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ლიდერებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.
აღსანიშნავია ის, რომ მილოცვის ტექსტში საქართველოს და უკრაინის ლიდერების ნაცვლად, ნახსენებია ამ „ქვეყნების მოსახლეობა".
„ვლადიმერ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 72-ე წლისთავი მიულოცა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასევე საქართველოს და უკრაინის მოსახლეობას ", - ნათქვამია განცხადებაში.