რეზონანსი
08.05.2017

 ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში, იგი ევროკავშირში ვეღარ გაწევრიანდება.

იუნკერის თქმით, „ეს ნაბიჯი ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტას, ევროკავშირის საძირკველი დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემაა, რაც სიკვდილით დასჯას გამორიცხავს ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბრიუსელსა და ანკარას შორის უთანხმოების მიუხედავად, იმედოვნებს, რომ მომავალში თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობა იქნება.

„თურქეთის ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. მსურს, რომ მომავალშიც ასე იყოს", - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×