რეზონანსი
08.05.2017

 გამოცემა „Hurriyet"- ის ცნობით, თურქეთის პროკურატურამ მოძრაობა „ჰიზმეტის" ლიდერის, ფეთჰულა გიულენისთვის 3623 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. პროკურატურა გიულენის წინააღმდეგ 22 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს.

თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ სთხოვა აშშ-ს, რომ ფეთჰულა გიულენი გადაეცათ, თუმცა ამერიკამ თხოვნებს უარით უპასუხა.

აპრილის დასასრულს, თურქეთის ხელისუფლებამ 9 000-ზე მეტი პოლიციელი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პოლიციამ გიულენთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის 81 პროვინციაში 803 ადამიანი დააკავა. სპეცოპერაციაში 8 000-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.

გასული წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დააკავეს , ხოლო 120 ათასზე მეტი სამსახურიდან დაითხოვეს.

თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×