გვანცა ღვედაშვილი
08.05.2017

  რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულების 2,5 ლარი გახდება, ამასთან გაუქმდება მანამადე არსებული შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის. 

აღნიშნულ ცვლილებებს არ იზიარებს საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თამაზ შოშიაშვილი და აღნიშნავს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იქნება. მისივე თქმით, აღნიშნული საბაგიროთი ხშირად სარგებლობენ რაიონიდან ექსკურისებზე ჩამოსული მოსაწავლეები და ახალგაზრდები, შესაბამისად მათთვის შეღავათების მოხსნა სწორი ნამდვილად არ არის. 

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს, საკითხი კი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მალხაზ ჯამბურიძემ წარადგინა. 

მანვე სხდომაზე დაადასტურა, რომ რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის თანხის გაზრდით უქმდება მანამდე არსებული შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის. მისივე თქმით, კუს ტბაზე ველოსიპედით გადაადგილების შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება.

საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თამაზ შოშიაშვილი მიიჩნევს, რომ საბაგიროებით მგავრობის ღირებულების გაზრდა შეცდომა იყო. უმრავლესობის არგუმენტები კი მიუღებელი.   

“ამ საკითხს მხარი არ დავუჭირე, რადგან ვთვლი, რომ საბაგიროებზე ფასის მომატება სწორი არ არის. ამასთან მიმაჩნია, შეღავათები უნდა გავრცელდეს, როგორც საქალაქო ტრანსპორტზე ისე საბაგიროები.

“რაც შეეხება საბაგიროების შენახვას, თუკი საქალაქო ტრანსპორტი არის სუბსიდირებული, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და ამით სარგებლობენ ტურისტები, ჩვენ იგივე სუბსიდია უნდა გაგვეკეთებინა საბაგიროებზეც. 

“ნარიყალაზე ასასვლელი საბაგირო, ძირითადად ემსახურება ტურისტებსა და ბავშვებს, რომლებიც რაიონებიდან დედაქალაქში ექსკურსიებზე ჩამოდიან. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ საბაგიროებით მგზავრობის გაძვირება აბსულუტურად მიუღებელი”, - აცხადებს შოშიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×