რეზონანსი
08.05.2017

 თბილისის მერიაში გიორგი ვაშაძის განცხადებას უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების თაობაზე, სიცრუე და ცილისწამება უწოდეს.

ვაშაძის ბრალდებებს მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ვაშაძეს რაიმე დამამტკიცებელი საბუთი აქვს, ის საგამოძიებო სტრუქტურებს გადასცეს.

გიორგი ვაშაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და უფასო სასადილოების ხელმძღვანელები და მერიის მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

ვაშაძის თქმით, ყოველწლიურად, 8-9 მილიონი ლარი მიდის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატის, გამგეობის თანამშრომლების და მერიის მაღალჩინოსნებზე.

როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, ოფიციალური მონაცემებით, დღეს, საქართველოში 39 251 ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოების სერვისით, 7030 კი მომლოდინეთა სიაშია. თუმცა, მისი თქმით, რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასადილოების მომსახურებით ყოველდღიურად, ამ ადამიანების ნახევარიც კი არ სარგებლობს. მიუხედავად ამისა, გამოყოფილი ბიუჯეტი სრულად არის ათვისებული. საუბარია ყოველდღიურად დაახლოებით 23 600 ლარზე.

მისივე თქმით, მონაცემები წინა წლებთან შედარებით გასამმაგებულია, შესაბამისად გაზრდილია ბიუჯეტიც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×