რეზონანსი
09.05.2017

 ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკში მივიდა. მან უცნობი ჯარისკაცის საფლავზე სანთელი დაანთო.

ვაკის პარკში დღეს დილიდან შეიკრიბნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები.

დღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 72 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 70 0000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×