
„BBC" -ის ინფორმაციით, არიზონას შტატში 23 წლის მამაკაცი სერიოზული მკვლელობების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის განცხადებით, ერთი თვის წინ იგი დედის მეგობარი მამაკაცის მკვლელობისთვის დააპატიმრეს, თუმცა გამოძიების პროცესში მისი კავშირი ქალაქ ფენიქსში, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობებშიც გამოიკვეთა.
ამჯერად, აარონ საუსედოს 11 ადამიანის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ყველაზე გახმაურებული საქმე შარშან, ქალაქ ფენიქსში, 33 წლის ქალისა და მისი 12 წლის ქალიშვილის მკვლელობა იყო. ისინი ქუჩაში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა. თვითმხილველის მიერ მიცემული ჩვენებით, პოლიციამ თავდამსხმელის ფოტორობოტი შეადგინა. რომელიც მოწმემ ორ დღეში ამოიცნო, ეს სწორედ ის 23 წლის მამაკაცი იყო.
მკვლელობის მოტივი უცნობია. მოკლულებს შორის ორი მოზარდია. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელი მარტო მოქმედებდა და მას თანამზრახველი არ ჰყოლია.