„Bloomberg"-ის ინფორმაციით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ემანუელ მაკრონი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც ივნისშია დაგეგმილი. სწორედ ამ მიზნით, მაკრონმა, მოძრაობა „წინ"-ის სახელწოდება „რესპუბლიკა მარშზე" -თი ჩაანაცვლა.
გამოცემის ცნობით, ემანუელ მაკრონი 12 მაისს, პარლამენტის წევრობისთვის 577 კანდიდატს წარადგენს.
მოძრაობის გენერალური მდივნის რიშარ ფერანის განცხადებით, პარტიის მიზანი საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვებაა. მისი თქმით, წარმოდგენილი კანდიდატების ნახევარს არასდროს უყრია კენჭი არჩევნებში. აღმოჩნდა, რომ მაკრონის პარტია გენდერულ ბალანს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რიშარ ფერანის თქმით, 577 კანდიდატების ნახევარი ქალები იქნებიან.