რეზონანსი
09.05.2017

ვაკის პარკში „ღამის მგლების" წევრები მივიდნენ. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, ისინი თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ.

ვაკის პარკში მყოფმა ქართველმა ახალგაზრდამ , „ღამის მგლების" წევრს, მაისური წარწერით „საქართველო" აჩუქა.

„ღამის მგლების" ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი გმირების დასაფასებლად ჩამოვიდნენ თბილისში:

„ჩვენ მოვედით აქ, რომ ქედი მოვიხაროთ ორი ერის გარდაცვლილი და ცოცხალი წინაპრების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით ფაშისტები. მე მივედი ვეტერანთან დღეს და ის ტიროდა. ყურადღება მათ ნამდვილად არ ჰყოფნით, ისინი ვერ ხედავენ რომ თქვენ აფასებთ, რაც მათ გააკეთეს" , - მიმართა ლეონიდ მურაშკინმა ქართველ ჟურნალისტებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×