რეზონანსი
09.05.2017

 სამხრეთ კორეაში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნები ქვეყანაში ექსპრეზიდენტ პაკ კინ ხეს იმპიჩმენტისა და ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემდეგ დაინიშნა.

სამხრეთ კორეის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცამებით, ქვეყნის მასშტაბით 13 964 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებში 42 მილიონი ადამიანი მონაწილეობს.

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, პრეზიდენტის პოსტზე მთავარი პრეტენდენტები არიან დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მუნ ჩე ინი, ასევე ცენტრისტული „სახალხო პარტიის" და „კონსერვატიული პარტიის" კანდიდატები.

სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი უკვე ხვალიდან დაიკავებს პოსტს და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×