რეზონანსი
09.05.2017

9 მაისს, ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა „იუვენტუსსა" და „მონაკოს" შორის გამოვლინდება.

ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „იუვენტუსმა" „მონაკო" იგუანის დუბლით დაამარცხა. გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა ტურინში 22:45 საათზე დაიწყება.

დღევანდელ შეხვედრაში გუნდები დანაკლისის გარეშე ითამაშებენ. მცირე ტრავმები აწუხებთ იგუანსა და დიბალას, თუმცა მწვრთნელის განცხადებით, არგენტინელები მოედანზე მაინც გავლენ. „მონაკოს" შემადგენლობაში კი დღეს არ იქნება ბოსკილია, თუმცა გუნდს მარცხენა მცველი მენდი დაუბრუნდა. აღსანიშნავია რომ დღეს ჯანლუიჯი ბუფონი ევროთასებზე, თავის 101-ე მატჩს ჩაატარებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×