რეზონანსი
09.05.2017

 ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

საგამოძიებო უწყებამ დვალს და აქიმიძეს მიმდინარე წლის 6 აპრილს გაგზავნილი წერილის პასუხად მისწერა, რომ ტელევიზიის საქმეში ისინი დაზარალებულებად უკვე ცნეს.

მთავარი საგამოძიებო უწყების სახელით გაგზავნილ წერილს პროკურორი ალექსანდრე მუყასაშვილი აწერს ხელს, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ხელმძღვანელობს:

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროკურატურას ორჯერ მიმართეს. პირველად, 6 აპრილს, ისინი დაზარალებულად ცნობის ქაღალდის გადაცემას ითხოვდნენ. პროკურატურას პასუხი ორი კვირის ვადაში უნდა გაეცა, მაგრამ დვალის მაისის დასაწყისში ამბობდა, რომ პასუხი არ მისვლიათ. რის გამოც, მათ იმავე მოთხოვნით, ამჯერად მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე შეიტანეს პროკურატურაში განცხადება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×