რეზონანსი
09.05.2017

„BBC "-ის ინფორმაციით, თალიბანის მიერ გახშირებული ავიაიერიშების გამო, შესაძლოა აშშ-მა ავღანეთში დამატებით 5 000 მდე სამხედრო გაგზავნოს.

დღესდღეობით, ავღანეთში ნატოს მისიით 13 000 ჯარისკაცი იმბრძვის, მათ შორის 8 400 ამერიკელია. თებერვალში, ამერიკული ჯარების გენერალი სენატისადმი მოხსენებაში ამბობდა, რომ ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა თალიბანთან წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი არ იყო.

აპრილში, თალიბანის მიერ დაანონსებული ე.წ. გაზაფხულის თავდასხმების შემდეგ კი, პენტაგონში კიდევ უფრო აქტუალური გახდა სამხედროთა რაოდენობის გაზრდის საკითხი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ოფიციალურად 2014 წელს შეწყვიტა, თუმცა განსაკუთრებული ძალები, ავღანელი სამხედროების მხარდაჭერით, ტერორისტებთან ბრძოლას განაგრძობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×