რეზონანსი
09.05.2017

2018 წლიდან კაზინოების მფლობელები ვალდებულნი იქნებიან ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ.

საკანონმდებლო ცვლილებათა მიხედვით, რეგისტრირებულად ჩაითვლება ის მოთამაშე, რომელსაც შემოსავლების სამსახური აღრიცხავს. ონლაინ კაზინოებში თამაშის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ, როგორც ელექტრონულად, ისე - შემოსავლების სამსახურში გამოცხადებით.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ონლაინ კაზინოში იმ პირების დაშვება, რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ, ან დამოკიდებულების მქონე პირთა სტატუსით სარგებლობენ, დასჯადი იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×