რეზონანსი
09.05.2017

 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლების დირექტორები საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა ხარვეზები სველ წერტილებში, სადაც დაცული არ იყო ჰიგიენის ნორმები.

გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3, მარნეულის სოფელ ჯანდარის და ყაზბეგის სოფელ არშის სკოლებს. მითითება მიეცა მარნეულის სოფელ წერეთლის სკოლას.

„ხუთსაც გავათავისუფლებთ და ოცდახუთსაც, თუ საქმეს დასჭირდა", - ასე გამოეხმაურა ფაქტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა.

მისივე განცხადებით, დირექტორებმა სისუფთავესთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ხოლო იმ სკოლებს, რომლებსაც სახსრები არ აქვთ, სამინისტრო დაეხმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×