ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, 5 წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა ცინარა აბულაძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის გაუჩინარების საქმის ძიება დასრულებულია.
„წეღან ეკა ბესელიას შევხვდი, რომელსაც, სხვა დეპუტატების მსგავსად, რამდენჯერმე წერილობით მივმართე. მითხრა, თუ წერილი გაქვს ჩვენთან შემოტანილი, გავარკვევ და რომ გამოვალ შეხვედრიდან, გაგაგებინებო. მას მერე ველოდები, არ მეუბნებიან არაფერს, ვისაც აქამდე შევხვდი, დამპირდნენ გარკვევას ამბის და მეორედ რომ მივედი, ყველა დამემალა. ვითხოვ, გამაგებინონ, ჩემი შვილის შესახებ რაც იციან ", - აცხადებს ცინარა აბულაძე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შესასვლელთან ზის.