რეზონანსი
09.05.2017

 „Washington Post"-ის ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ტერორისტმა რუსეთის დაზვერვის ოფიცერს, ჯაშუშობის გამო ყელი გამოჭრა.

ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გამოქვეყნეს. ტერორისტებმა რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, 36 წლის ევგენი პეტრენკო სირიაში დაატყვევეს.

ვიდეოში, ტერორისტები ამბობენ, რომ რუსი ოფიცერი ყაზახეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებში ჯაშუშად მუშაობდა.

12 წუთიან ვიდეოში რუსი ოფიცერი აღიარებს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურის დავალებით მოქმედებდა და მისი მთავარი მიზანი ომარ ალ-შიშანთან და მის გარემოცვასთან დაახლოება იყო. ოფიცერი მოუწოდებს სამხედროებს უარი თქვან, ისლამური სახლემწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×