კიევში, ზაპოროჟიესა და ხარკოვში „უკვდავი ლეგიონის" წევრებსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკებები მოხდა.
უკრაინის დედაქალაქში არსენალის მოედანზე შეკრებილი ადამიანები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივს მიაგებდნენ, რა დროსაც მოედანზე „უკვდავი ლეგიონის" წევრები სამხედრო სიმღერებით მივიდნენ.
პარალელურად, მოედანზე გამოჩნდნენ ნაციონალისტები, რომლებსაც ხელში უკრაინელი ნაციონალისტის სტეფან ბანდერას სურათები ეჭირათ და უკრაინულ სიმღერებს მღეროდნენ. ნაციონალისტებმა „უკვდავი ლეგიონის" წევრების მიმართულებით ე.წ. კვამლის ყუმბარები ისროლეს.
ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა, რომელსაც ნაციონალისტების პარტიის ოფისიდან ნასროლი საგანი მოხვდა.
უკრაინული სააგენტოს ცნობით, უკვე დაკავებულია 50-მდე ადამიანი, მათგან 25 კიევში დააკავეს. მთლიანობაში დაშავდა 8 პოლიციელი.