რეზონანსი
09.05.2017

 „France press" -ის ინფორმაციით, დღეს პარიზი 1600-მდე მიგრანტს დაატოვებინეს. მიგრანტები მეტრო „პორტ დე ლა შაპელის" მახლობლად მდებარე ბანაკებიდან სპეციალურ პუნქტებში გადაიყვანეს, სადაც მათ მომავალ ადგილსამყოფელს განსაზღვრავენ.

ბანაკს თავს ძირითად, ავღანეთიდან, სუდანიდან და აფრიკის ქვეყნებიდან წამოსულები აფარებდნენ. მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც.

პარიზის პოლიციამ მიგრანტთა დროებითი თავშესაფრების დაშლის ოპერაცია უკვე რამდენიმეჯერ განახორციელა და ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში, თვითნებურად განთავსებული ბანაკებიდან ათასობით ლტოლვილი გამოასახლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×