გვანცა ღვედაშვილი
09.05.2017

 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწიათ - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 326 ვეტერანს 600-600 ლარი ჩაერიცხა.

ამასთან, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარების სახით, 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს. ინფორმაციას 1ტვ.გე ავრცელებს.

პრეზიდენტის სახელით, კი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანს  დღეს, 140-ლარიანი წამლების ვაუჩერი დაურიდგებათ.

როგორც “რეზონანსთან” ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალმა კობა კობალაძემ განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რაოდენობა, საქართველოში ათასამდეა. მათ შორის თბილისში სამასზე მეტი ვეტერანი ცხოვრობს. 

“ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, რომ ომის ვეტერანებისთვის გაუმჯობესდეს დღევანდელი მდგომარეობა, ახლა, ამაზე ვართ ორიენტირებულნი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას დეტალურად ვაცნობებთ თუ რას ვაპირებთ.

“ფაქტია, დღეს ვეტერანთა საკმაოდი დიდი ნაწილის სოციალური მდომარეობა საკმაოდ მძიმეა. მაგრამ სახელმწიფიოს აქვს ორიენტირი, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შესაბამისი საპატიო პატივი მიეგოთ. საკმაოდ დიდი ხანი გვყავდა ყურადღების გარეშე მიყოვებული, თუმცა ახლა ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვასწოროთ მდგომარეობა და გავაუმჯობესოთ მათი სოციალური ფონი”, - განაცხადა კობა კობალაძემ. 

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×