რეზონანსი
10.05.2017

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან FBI-ის, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა. ინფორმაციას თეთრი სახლის პრეს-სამსახური ავრცელებს. აღსანიშნავის, რომ  ამ დროს კომი მივლინებოთ ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. ადგილობრივი ოფისის თანამშრომლებთან საუბრისას, დათხოვნის ამბავი, მან სატელევიზიო ახალი ამბების სპეციალური გამოშვებიდან შეიტყო. 

კომისადმი გაგზავნილ წერილში პრეზიდენტმა გათავისუფლების მიზეზად არაეფექტური მართვა დაასახელა: "მე დიდად  ვაფასებ თქვენს მიერ სამჯერ მოწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩემზე გამოძიება არ მიმდინარეობს, მაგრამ მაინც ვეთანხმები იუსტიციის სამინისტროს შეფასებას, რომ თქვენ ბიუროს ეფექტიანად ვერ ხელმძღვანელობთ".

გამოძიების ფედერალურ ბიურში ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირებზე გამიძიება მიმდინარეობს. დემოკრატი კონგრესმენები პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწტვეტილება ამ გამოძიების ხელის შეშლის მცდელობად აფასებენ და დაუყონებლივ დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×