რეზონანსი
10.05.2017

 საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, „ტყიბულის მაღაროში გარდაცვლილთა სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად რეაგირება არ ხდება.  რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ტყიბულში, შედარებით დაბალი თანამდებობის პირი დარღვევების გამო, პასუხისგებაში მისცეს. თუმცა, მკაცრი მითითება კომპანიისთვის ხელისუფლებას არ მიუცია. სახელმწიფომ საზოგადოებას მოახვია მკაცრი დოქტრინა, რომლის გამოც, დღეს მოსახლეობა ბიზნესთან 100-ით 0-ს აგებს" , - განაცხადა თამარ დოლაბერიძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, „ტყიბულში შემოწმება რამდენიმეჯერ ჩაატარდა და რეკომენდაციები მიეცა კომპანიის ადმინისტრაციას, თუ მართლა ასეა, მაშინ უბედური შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო. კვლევის საგანია, ამწევი დანადგარი, რომელიც ჩავარდა და 4 ადამიანი ჩაიყოლა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო თუ არა შემოწმებული და თუ იყო, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი უნდა არსებობდეს". - განაცხადეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×