რეზონანსი
10.05.2017

 თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ „წერეთელზე" დილით, ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება.

„უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა „წერეთელმა" დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება. დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. „წერეთლის" სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×