რეზონანსი
10.05.2017

 კახეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, „Opel"-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეჯახა. შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ აკურაში მოხდა. დაშავებული თავის და სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვის სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×