რეზონანსი
10.05.2017

 „Anadolu"-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ მოქალაქეებს პალესტინაში ხშირად ჩასვლით პალესტინელების მხარდაჭერის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ერდოღანის განმარტებით, ყველა მუსლიმის ვალია, მოძმე ერს მხარში დაუდგეს.

იერუსალიმს ყოველ წელს თურქეთის 26 000 მოქალაქე სტუმრობს.

4 მაისს პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა.

დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელსა და პალესტინას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურთ და ეს პროცესი რთული არ იქნება. თეთრი სახლის ლიდერმა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში დახმარების პირობა დადო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×