სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არა უბედური შემთხვევა, არამედ მკვლელობა.
„4 წლის განმავლობაში ვიმეორებ, რომ აუცილებელია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა, მაგრამ ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ. გასულ წელს დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. დროა, სახელმწიფომ პოლიტიკას გადახედოს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს. უნდა შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექტირების მექანიზმი და თუ საჭიროა, დაწესდეს სანქციები. გუშინ ტყიბულში მომხდარი ინციდენტი არაუბედური შემთხვევა, არამედ მკვლელობაა! " , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდართან დაკავშირებით, განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სამოქალაქო სექტორმა, „აუდიტორია 115"-მა და რკინიგზის პროფკავშირებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.