სააგენტო „ინტერფაქსის" ინფორმაციით, მოლდოვის პრეზიდენტმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერთან შეხვედრაზე, მოლდოვის ნატოში გაწევრიანებას „კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა.
„ჩვენი პარტნიორებთან ყოველთვის ვამბობ, რომ არსებობს სამი ან ოთხი რამ, რაც მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს: ეს ჩვენი სახელმწიფოს, მოლდოვის შენარჩუნებაა. მეორე - ეს ჩვენი ნეიტრალიტეტია, ნატო კატეგორიულად მიუღებელია. მესამე მნიშვნელოვანი, ჩვენი მართლმადიდებლობა ", - განაცხადა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული ღირებულებები, რომლის თავსმოხვევას სხვადასხვა გზებით ცდილობენ, მოლდოვას არ სჭირდება.
9 მაისს იგორ დოდონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავიდა. მან მონაწილეობა ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღო.