რეზონანსი
10.05.2017

 პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში გამართული ტურნირის ფინალში ქართველებმა რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს - 6:0 და „ევროპის დიდი პრიზის" გამარჯვებული გახდა.

ფინალურ დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ჰოლანდიას მოუგო 5:3, ნახევარფინალში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია დაამარცხა 6:2.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა გრან-პრიზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ქრისტინე ესებუა, გუნდურში ევროპის ორგზის ვიცეჩემპიონი - ხათუნა ნარიმანიძე და დებიუტანტი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ნანა მახარაძე.

დღეს გამარჯვებულ მშვილდოსნებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა და გამარჯვება მიულოცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×