რეზონანსი
10.05.2017

 საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს მოტაცებისთვის პროკურატურამ 2 პირს ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება 28 აპრილს, მარნეულის სოფელ თაქალოში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირის მიერ არასრულწლოვანი გოგოს გატაცებას.

პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად , წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ. დამნაშავეების მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×