რეზონანსი
11.05.2017

 პრაღაში, პრეზიდენტ მილოშ ზემანის და ფინანსთა მინისტრის ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გამოვიდა.

გასულ კვირაში ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ კაბინეტის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სამ დღეში გადაიფიქრა და პრეზიდენტს მხოლოდ ფინანსთა მინისტრის და ვიცეპრემიერის ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრთან მუშაობა არ სურს, რადგან მინისტრმა და ვიცეპრემიერმა პირადი კაპიტალის დაგროვების ისტორიაში ბევრი ბუნდოვანი საკითხი არ ახსნა.

ჟურნალ „Forbes"-ის ცნობით, ბაბიშის ქონება მარტში 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ის ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. გარდა ამისა, ბაბიში ეჭვმიტანილია გადასახადებისთვის თავის არიდებაში,

პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა პრემიერმინისტრის თხოვნა ბაბიშის გადაყენებაზე არ დააკმაყოფილა, რადგან მიაჩნია, რომ ეს არღვევს მმართველი კოალიციის შექმნაზე არსებულ შეთანხმებას.

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრებმაც მიმართეს ზემანს და კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდეს, ასევე ბრალი დასდეს ბაბიშს საჯაროდ სიცრუის თქმასა და მედიის ოპონენტების წინააღმდეგ ინსტრუმენტად გამოყენებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×