რეზონანსი
11.05.2017

 ფრანგულმა გამოცემამ „Le Monde" სტატიაში დონალდ ტრამპს, საქართველოს რუსეთისგან დამცველი უწოდა.

„შორეული საქართველოს მოხსენიებამ 700-გვერდიან საკანონმდებლო დოკუმენტში შედარებით შეუმჩნევლად ჩაიარა. მოსკოვის გადმოსახედიდან ეს დოკუმენტი შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი ნაბიჯი, რომელიც იმედებს უცრუებს მოსკოვს ვაშინგტონთან დაახლოებაში" , - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ყველა იმ პროგრამის, სახელმწიფოს დაფინანსება და მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. აკრძალვა ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც, რუსეთის გავლენით, უკვე აღიარეს საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა.

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისთვის არც ჯორჯ ბუშისა და არც ობამას ადმინისტრაციებს ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუციათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×