რეზონანსი
11.05.2017

 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ უამინდობის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი გარესამყაროს მოსწყდა. აქედან 5 სოფელი ხაიშის თემს ეკუთვნის, 5 კი უშგულის ტერიტორიას.

მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, მეწყერმა შიდასასოფლო გზები დააზიანა, წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზები, წაღებულია ხიდი და უშგულის ცენტრალურ გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, კომისია მუშაობს და ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×