რეზონანსი
11.05.2017

 ყოფილ პარლამენტთან მეანაბრეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდნენ. მათი პატიმრობის ვადა 12 საათი იყო.

პროცესზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვიდეოჩანაწერები წარადგინეს, რომლებიც მათი განმარტებით აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ასახავს.

10 მაისს, თბილისის პარლამენტთან დაზარალებული მეანაბრეების აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკვეთის მცდელობას საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

დაკავებულების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×