რეზონანსი
11.05.2017

 ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭერეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ.

იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას ხელი ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანმა და ევროკავშრის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის პრემიერმინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა უნდა მოაწერონ, შემდეგ კი დოკუმენტი „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში" გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები 2008 წლიდან დაიწყო. 2015-ში ევროკავშირმა თქვა, რომ უკრაინამ უვიზო რეჟიმისთვის დაწესებული ყველა მოთხოვნა შეასრულა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×