რეზონანსი
11.05.2017

 „Apsny.ru"-ს ცნობით, აფხაზეთს „მთავრობამ" ახალი რეგულაცია დააწესა. რეგულაციის მიხედვით, ფსოუს ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმ ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას, რომლებსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს.

საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია აფხაზეთს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა ავიძბამ გამართა. მისი განცხადებით, ტურისტებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნა 2 კვირის განმავლობაში ე.წ. ვიზის გარეშე შეეძლებათ, მაგრამ იმ ტურისტებს, რომელთაც აფხაზეთის დასავლეთ რეგიონში სურთ მოგზაურობა, მათ ვიზები უნდა აიღონ.

ავიძბას განცხადებით, ვიზის ასაღებად რამდენიმე წუთი იქნება საჭირო. ახალი გადაწყვეტილებით, ერთი ადამიანისთვის 1-თვიანი ტურისტული ვიზა 350 რუბლი ეღირება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×