რეზონანსი
11.05.2017

აჭარის ტელევიზიის ცნობით, „ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდის" ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრა.

მერის მიერ უარის შესახებ ბრძანებას, 2017 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდი" მეჩეთის მშენებლობას გენერალ აბაშიძის #49/2-ში მდებარე ტერიტორიაზე გეგმავდა, სადაც მიწა ჰქონდათ შეძენილი.

ბრძანებაში არსებული ინფორმაციით, უარი მეჩეთის მშენებლობაზე ფონდს „ქ.ბათუმში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ" უთხრა. ამ ბრძანებულების საფუძველზე, ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, გამოსცა ბრძანება, რომლითაც „ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდს" მეჩეთის მშენებლობის თხოვნა არ დაუკმაყოფილდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×