"ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნა დაახლოებით 1 თვეში გახდება ცნობილი", - ამის შესახებ "რეზონანს" საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა აცნობეს. მანამდე ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათ ინფორმირებას გააგრძელებენ. ხელისუფლება კი პირობას დებს, რომ უცხოელი ექსპერტების მიერ გამოთქმულ ყველა შენიშვნას გაითვალისწინებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი გუშინ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტრასბურგში გაემგზავრენენ.
პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებულ იმ მოსაზრებებს წარუდგენენ, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს პრეზიდენტთან შეხვედრების დროს.
შეხვედრები სტრასბურგში ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
უცხოელი ექსპერეტებს ასევე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის არასაპარალმენტო ოპოზიციაც და იმედოვნებ, რომ მათი მხრიდან მკაცრი დასკვნა დაიწერება.
"ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ოპოზოცია მათ ინფორმირებისთვის ყველაფერს აკეთებს. როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან, ისე კონსტიტუციაში შეტანილ საკითხებზე. ხელისუფლებას საკუთარი ტაშის დამკვრელები დაჰაყვს, დარაზებს ავსებს, რომ ოპოზიცია არ შევიდეს და ამას ეძახის სახახლო განხილვას. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვაცნობებთ ვენეციის კომისიას, რომ ჰქონდეთ სრული და ობიექტური სურათი, რათა მკაცრი დასკვნა დაწერონ", - უთხრა "რეზონანსს" "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" წევრმა გიორგი ახვლედიანმა.
თავის მხრივ, კი პარლამენტის თავმჯდომარე პირობას დებს, რომ ვენეციის კომისიის წევრების ყველა შენიშვნა გათვალიწინებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე კონსტიტუციის პროექტს პარლამენტი პირველი და მეორე მოსმენით უყრის კენჭს.
"15 ივნისისთვის ვენეციის კომისია გეგმავს უკვე თავის პლენარულ სხდომაზე საბოლოო დასკვნის დამტკიცებას. ვიდრე ჩვენ მივიღებ პაკეტს პირველი და მეორე მოსმენით, მანამდე გვექნება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა. ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება გამოთქმული ვენეციის კომისიის მხრიდან, იქნება ბოლომდე გაზიარებული და ასახული პროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე უყრიან კენჭს.