იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს, ოთარ სიჭინავა და მიხეილ ჩინჩალაძე კენჭისყრის შედეგად, 11-11 ხმით უვადო მოსამართლეებად აირჩიეს.
ოთარ სიჭინავა ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და „კაბელების" საქმეს განიხილავდა.
ჩინჩალაძისა და სიჭინავას განმწესებას უვადო მოსამართლეებად ოპოზიცია აპროტესტებს და ამბობს, რომ საბჭომ ხელისუფლების სასურველი კადრების დანიშნა.
რაც შეეხება რევაზ ნადოის და გიორგი ჩემიას, ისინი მოსამართლეები ვერ გახდნენ.
ჩემიას კანდიდატურა სამ სასამართლოში, სხვადასხვა კოლეგიაში ჰქონდა წარდგენილი და მოსამართლეობა თბილისის სააპელაციო, საქალაქო და მცხეთის რაიონულ სასამართლოებში სურდა. ის რამდენჯერმე გადავიდა მეორე ტურში, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა, რაც შეადგენს საბჭოს წევრების ორ მესამედს, ანუ მინიმუმ 10 ხმას, ვერ მოაგროვა.
რევაზ ნადოიც მოსამართლეობის მიღმა დარჩა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ორ პალატაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ნადოიმ ვერც ერთი თანამდებობა ვერ დაიკავა. ნადოის საბჭოს წევრების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ნადოის სახელი დაკავშირებულია ისეთ გახმაურებულ საქმეებთან, როგორიც არის ე.წ. ციხის კადრები, მუხროვანის ამბოხი და ბაჩო ახალაიას საქმე.