რეზონანსი
12.05.2017

 „Anadolu"-ს ცნობით, თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის „Cumhuriyet" ვებგვერდის რედაქტორი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოგიუზ გიუვენის დაკავების მიზეზი, მის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ის სტატია გახდა, რომელშიც რედაქტორი ოლქის პროკურორს მუსტაფას აკრიტიკებდა.

პროკურორი ცოტა ხნის წინ ავარიაში დაიღუპა. იგი აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო გადატრიელების საქმის გამოძიებასა და ეჭვმიტანილების დაკავებაში.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში, 2016 წლის 15 ივლისის ღამის 10 საათზე დაიწყო, როდესაც თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით, გადაკეტა ბოსფორის ხიდი. საბოლოო ჯამში, გადატრიალება ვერ მოხერხდა. წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალება მიმართული იყო თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მისი მთავრობის წინააღმდეგ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×