ვლადიმერ პუტინმა სპეციალური ბრძანება გასცა, რომლის თანახმად, მედიას და მსგავს სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს ანონიმურობა ეკრძალება.
ბრძანების თანახმად, ხელისუფლებას 6 თვე აქვს იმისთვის, რომ შეისწავლოს მედია ბაზარი, გაატაროს ტრადიციული მედიის მხარდამჭერი ზომები და მოახდინოს იმ მედიის რეგულირება, რომელიც არ მიეკუთვნება ტრადიციულ მედიას, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. საუბარია სოციალურ ქსელებზე, ინტერნეტ-ტელევიზიებზე, ასევე, ვებგვერდებზე.
ბრძანებაში ასევე წერია, რომ „რეგულაციების მიზანია რუსეთში საინფორმაციო სივრცის განვითარება და რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხარისხიანი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება".
ბრძანებაში დასახული ამოცანების შესასრულებლად, ჩინოსნებს ვადა 1 ოქტომრამდე აქვთ. მათ ასევე, ევალებათ ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, კიბერთავდასხმებისგან დაიცავს.