რეზონანსი
12.05.2017

 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიცემული დავალების თაობაზე, შსს-ს თანამშრომლები ღამის კლუბების შემოწმებას დაიწყებენ.

„საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემების მიმართ ცოტა უფრო მეტად აქტიური მუშაობა ყოფილიყო. ასეთი მუშაობა მიმდინარეობს. ამას მაინცდამაინც რეიდების სახე არა აქვს, მაგრამ გარკვეული პრევენციული მუშაობა მიმდინარეობს. სხვას დეტალურად ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ხუციშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იანვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით სიტუაციის შესწავლა დაავალა. პრემიერმინისტრმა ეჭვი გამოთქვა, რომ გარკვეულ ღამის კლუბში სწორედ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×