რეზონანსი
12.05.2017

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვსა და ე.წ ცხინვალის რეგიონს შორის საპენსიო შეთანხმება ამოქმედდა. დოკუმენტი „სამხრეთ ოსეთში" მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

აღნიშნული შეთანხმება, გასული წლის 25 ნოემბერს გაფორმდა. ახლა კი, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და რუსეთში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა ზნაურ გასიევმა შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×